ზონა, რომელშიც მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან დასაცავი ზომები ხორციელდება. აქ დაცვის სამ სარტყელს გამოყოფენ: პირველი სარტყელი - მკაცრი რეჟიმის ზონა. იგი მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი. ამ არეში მკაცრი სანიტარული რეჟიმი მოქმედებს და აკრძალულია ნებისმიერი სამეურნეო მოქმედება; მეორე სარტყლის საზღვარი ჰიდროდინამიკური პირობებით განისაზღვრება. ითვლება, რომ წყალი უნდა მიდიოდეს წყალმომარაგების წყლის ობიექტამდე 400 დღეზე მეტ პერიოდში. ამ ზონაში მიიღება მიწისქვეშა წყლებში ბაქტერიოლოგიური დაბინძურების შეჭრის თავიდან აცილების მკაცრი ზომები; მესამე სარტყლის ტერიტორია განისაზღვრება იმ ფართობით (მანძილით), რომელსაც წყალი გადალახავს მისი ექსპლუატაციის, გაანგარიშებებით დადგენილ (სავარაუდო), ვადაში (ჩვეულებრივ 25 წელი). ამ ტერიტორიაზე შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც მიწისქვეშა წყლების და დაბინძურების საფრთხეს წარმოადგენს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.