&
K R

ზე ზი ზო ზღ
ზღვ

ზღვის ჰაერი

ჰაერის ტიპი, რომლის მახასიათებლები ყალიბდება წყლის ვრცელ ზედაპირზე და, შესაბამისად, გააჩნია მაღალი ტენიანობის ძირითადი საზღვაო თვისებები, ყოველ შემთხვევაში მის ქვედა ფენებში. ზღვის ჰაერის ჩასუნთქვისას ადამიანში მატულობს ჰემოგლობინი და სისხლში ერითროციტების შემცველობა. სხვა სიკეთესთან ერთად, ზღვის ჰაერის სუნთქვისას უმჯობესდება სასუნთქი სისტემის მუშაობა და ფილტვების ვენტილაცია. ზღვის ჰაერის სარგებელი პირველად ბერძნებმა აღმოაჩინეს. ალტერნატიული მედიცინის განვითარებამ განაპირობა დაავადების ფართო სპექტრის მკურნალობის ახალი მიმართულების -თალასოთერაპიის (ძვ.ბერძ. thalassa - ზღვა და therapia - მკურნალობა) შექმნა, სადაც ეს კონკრეტული რესურსი გამოიყენება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9