ნიადაგში - ნიადაგის დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერების მაქსიმალური შემცველობა, რომელიც არ იწვევს პირდაპირ ან ირიბ ნეგატიურ გავლენას (ცალკეული შედეგების ჩათვლით) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე და, აგრეთვე, არ იწვევს ტოქსიკური ელემენტების დაგროვებას სასოფლო - სამეურნეო კულტურებში. ქიმიური ნივთიერებათა ზდკ ნიადაგში ემყარება მავნეობის, ექსპერიმენტულად დადგენილი, 4 ძირითად მაჩვენებელს: ა) ტრანსლოკაციური საშიშროების ინდიკატორი ახასიათებს ნივთიერების ნიადაგიდან მცენარეზე გადატანას; ბ) წყლის მიგრაციული მაჩვენებელი - ნივთიერების უნარი ნიადაგიდან მიწისქვეშა წყლებსა და წყალსადენებში გადასვლის უნარი; გ) საჰაერო მიგრაციის საშიშროების მაჩვენებელი - ახასიათებს ნივთიერების ნიადაგიდან ატმოსფერულ ჰაერში გადასვლას; დ) ზოგადსანიტარული საშიშროების მაჩვენებელი - ახასიათებს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავლენას ნიადაგის თვითგაწმენდის უნარზე და მის ბიოლოგიურ აქტივობაზე. თითოეული სახის ზემოქმედება შეფასებულია რაოდენობრივად, თითოეული მავნეობის მაჩვენებლისთვის ნივთიერების შემცველობის დასაშვები დონის დასაბუთებით. დასაბუთებული შემცველობის ნივთიერების მავნეობის ყველაზე დაბალი დონე არის შემზღუდველი და მიიღება როგორც ზდკ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024