მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას, კერძოდ: ანატომიას, ბოტანიკას, გენეტიკას, ემბრიოლოგიას, ვირუსოლოგიას, ზოოლოგიას, მიკრობიოლოგიას, ფიზიოლოგიას, ციტოლოგიას, ჰისტოლოგიას
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.