ჩამდინარე წყლებში მოცემულ პუნქტზე, დროის ერთეულში, დადგენილ რეჟიმში, საკონტროლო პუნქტზე წყლის ხარისხის ნორმების უზრუნველსაყოფად, მაქსიმალურად დასაშვები ჩასაშვები ნივთიერების მასა. ზდჩ დგინდება წყლის გამოყენების ადგილებში ნივთიერებების ზდკ - ს გათვალისწინებით, წყლის ობიექტის ასიმილაციის უნარისა და ჩამდინარე წყლების ჩამშვები, წყლის მომხმარებელთა შორის გამონადენი ნივთიერებების მასის ოპტიმალური განაწილებით. ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების დადგენა აუცილებელია იმ საქმიანობის სუბიექტებისათვის (საკუთრების და ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ახორციერლებენ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობას და ამასთანავე აწარმოებენ წყლის ობიექტებში საწარმოო, სამეურნეო - საყოფაცხოვრებო, სანიაღვრე და სადრენაჟო ჩამდინარე წყლების, აგრეთვე სამელიორაციო სისტემების ნარჩენი წყლების ჩაშვებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024