ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევა, ზოგჯერ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ნიკოტინი იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას, ზრდის არტერიულ წნევას, ავიწროვებს მცირე სისხლძარღვებს, აჩქარებს სუნთქვას, ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას. საშიშია არა მხოლოდ ნიკოტინი, არამედ თამბაქოს წვის პროდუქტებიც. ისინი სისხლში ჟანგბადის შემცველობას ამცირებს, აღიზიანებს ბრონქების ლორწოვან გარსს, რაც იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს და კიბოს. მწეველებში ხმა იკარგება, ტემბრი იკლებს, ჩნდება ხიხინი და ირღვევა ნერვული რეგულაცია. თამბაქოს კვამლი საშიშია არამწეველთათვის პასიური მწეველებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. დადასტურებულია ქალის ორგანიზმზე თამბაქოს მოწევის მავნე გავლენა: იზრდება ნაადრევი მშობიარობის, ორსულობის გართულებების და დასუსტებული ბავშვების დაბადების რისკი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024