პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს: - ინფორმაციის გახსნილობას და დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგს; - წარმოების ეკოლოგიზაციასა და მათი განხორციელების მექანიზმის გეგმებს; - ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულებას; - მწვავე სოციალური ან ეკოლოგიური კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მის მოგვარებამდე, პროექტის განხორციელების შეჩერების ვალდებულებას. ეკოლოგიური პოლიტიკა მიზნად ისახავს გარემოს დაცვას და გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და განახლებას, ბიოსფეროს შენარჩუნებას და განვითარებას, რაც მოწოდებულია უზრუნველყოს ადამიანის უსაფრთხო ცხოველმოქმედება. ბუნებრივ რესურსული, ინტელექტუალური და ეკონომიკური პოტენციალის მასშტაბი განსაზღვრავს მის მნიშვნელოვან როლს გლობალური და რეგიონული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვასთან, გაუდაბნოებასა და გარემოს სხვა ნეგატიურ პროცესებთან, როგორებიცაა სტიქიური უბედურებები და ტექნოგენური კატასტროფები, ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, და, ასევე, ზღვების გარემოს დაბინძურებით გაზრდილი ეკოლოგიური ზარალი, გავლენას ახდენს მრავალი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესებზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.