(Tbilisi Declaration (oct 14 - 26, 1977)) - მსოფლიოში პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია გარემოსდაცვითი განათლების შესახებ (14-26/10/1977), რომელიც იყო ორგანიზებული გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან (UNEP) თანამშრომლობით და მოწვეული იყო თბილისში, საქართველო. დეკლარაციაში ასახულია გარემოსდაცვითი განათლების სამი ძირითადი მიზანი: 1. ურბანულ და სოფლად ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი ურთიერთდამოკიდებულების მკაფიო გაგება და ზრუნვა; 2. ყოველი ადამიანისთვის გარემოს დაცვისა და გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ცოდნის, ღირებულებების, დამოკიდებულე-ბების, ვალდებულებებისა და უნარ - ჩვევების შეძენის შესაძლებლობის მიცემა; 3. ინდივიდების, ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების ქცევის ახალი ტიპების შექმნა გარემოსთან მიმართებაში. ამ მიზნების მისაღწევად, საჯარო პოლიტიკის ფარგლებში რეკომენდებულია: 1. საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოს დაცვისა და გარემოს უსაფრთხოების განხრების ჩართვის ღონისძიებების უზრუნველყოფა; 2. შესაბამისი კვლევების განვითარება გარემოსდაცვითი განათლების გასაუმჯობესებლად; 3. თანამშრომლობა ერთმანეთთან, მოწინავე გამოცდილების გულუხვად გაზიარებით; 4. გარემოსდაცვითი განათლების გამოყენება, როგორც საერთაშორისო საზოგადოების ინტეგრაციის, ურთიერთგაგების გაზრდისა და მშვიდობის განმტკიცების ეფექტური ინსტრუმენტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.