დამაბინძურებლების მავნე და არახელსაყრელი ზემოქმედების შემდეგ ბუნებრივი გარემოს ან ორგანიზმების ხარისხის აღდგენის გამომწვევი ბუნებრივი პროცესების (ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური) ერთობლიობა. ამ პროცესის ინტენსივობა დამოკიდებულია კონკრეტულ ფიზიკურ - გეოგრაფიულ პირობებზე, ამასთან გარემოს თვითგანწმენდა განსაკუთრებით ნელა მიმდინარეობს შედარებით უფრო ცივ ჩრდილოეთ რეგიონებში. მრავალი მდგრადი დამაბინძურებლისთვის (პესტიციდები, ფენოლები, მძიმე მეტალები და ასე შემდეგ.), გარემოს თვითგაწმენდა შეიძლება იყოს ნულის ტოლი. ამრიგად, ატმოსფეროს გაწმენდა დამაბინძურებლებისგან ხორციელდება ბუნებრივი პროცესების გზით: ქვეფენილ ზედაპირზე მათი დალექვით ან ჩამორეცხვით ატმოსფერული ნალექებით. წყლის ობიექტების თვითგაწმენდის პროცესების მექანიზმები იყოფა ფიზიკურ (ნაწილაკების დალექვა, აორთქლება და ასე.შემდეგ.), ქიმიური (ნივთიერებების დაჟანგვა ჟანგბადით, კოაგულაცია და დალექვა, ტოქსიკანტების ჰიდროლიზი) და ბიოლოგიური ამაბინძურებლების ჩართვა მეტაბოლურ პროცესებში, მათი დაშლა ან ნაერთების არატოქსიკურ ფორმებში გადაყვანა). წყლის ობიექტების თვითგაწმენდაში ყველა ჰიდრობიონტი მონაწილეობს, მაგრამ მთავარ როლს ბაქტერიები, წყალმცენარეები და პროტოზოები ასრულებენ. გარემოს დაბინძურების ხარისხის პროგნოზირებისას მისი თვითგაწმენდის უნარის გათვალისწინებაა საჭირო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.