&
K R

თა თბ თე თვ თი თო თხ
თვი

თვითგაწმენდა წყლის

ბუნებრივი პროცესების ერთობლიობა, რომლებიც წყლის ობიექტის ეკოლოგიურად ხელსაყრელი დონის აღდგენისკენ არის მიმართული. წყლის თვითგანწმენდახდება მექანიკური, ფიზიკო - ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად. ამასთან, შემოსული დამაბინძურებლები წყალსაცავის წყლით განზავდებიან, წყალში შეწონილი ნივთიერებები თანდათან ილექებიან ფსკერზე, ხოლო ორგანული ნივთიერებები წყალში გახსნილი ჟანგბადის ხარჯზე დაჯანგვას განიცდიან. მდინარეებში, თვითგაწმენდისთვის, წყლის გარბენი დაბინძურების ადგილიდან არანაკლებ 15 კმ-ს უნდა უდრიდეს, იმ პირობით, რომ წყლის ნაკადის გზაზე არ იქნება ახალი დამაბინძურებლები. თვითგაწმენდის სიჩქარე დამოკიდებულია წყლის სიუხვეზე, წყლისა და ქარის დინების სიჩქარეზე, რაც წყალსაცავში წყლის შერევას უწყობს ხელს. წყლის ობიექტების თვითგაწმენდის ბიოქიმიური პროცესები მიკროორგანიზმების სასიცოცხლო აქტივობის და წყალში გახსნილი ჟანგბადის გავლენით ხორციელდება. ამის შედეგად, აერობული პროცესები ძირითადად წყალსაცავის ზედა ფენებში მიმდინარეობს, ანაერობული - წყალსაცავის ფსკერზე, სადაც ჰაერის ჟანგბადი არ შედის. ამ პროცესების შედეგად ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ნაკლებად რთულ ნივთიერებებად იშლებიან, თანდათანობით მინერალიზდებიან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9