&
K R

თა თბ თე თვ თი თო თხ
თვი

თვითრეგულირება

ბუნებრივი (ეკოლოგიური) სისტემის უნარი აღადგინოს შინაგანი თვისებები და სტრუქტურები ნებისმიერი ბუნებრივი ან ანთროპოგენული ზემოქმედების შემდეგ, რომელმაც შეცვალა ეს თვისებები და სტრუქტურები. თვითრეგულირება ბუნებრივი სისტემის ცალკეული მდგენელის, ქვესისტემების და ეკოლოგიური კომპონენტების უკუკავშირის პრინციპს ემყარება. თვითრეგულირება - გარე ზემოქმედების გავლენის მაკომპენსირებელი რეაქციების შედეგად, სისტემების შიდა სტაბილურობის, გარკვეულ, შედარებით მუდმივ დონეზე შესანარჩუნების თვისებას წარმოადგენს. განსახილველი სისტემებიდან გამომდინარე, თვითრეგულირება სხვადასხვა მეცნიერების (ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის და ასე შემდეგ.) შესწავლის საგანი ხდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9