&
K R

თა თბ თე თვ თი თო თხ
თოვ

თოვლი

წყლის ერთ-ერთი სახეობა მყარ მდგომარეობაში. ატმოსფერული ნალექების ფორმა, რომელიც შედგება მცირე ყინულის კრისტალებისაგან. დედამიწის ზედაპირზე მოსული ძლიერი ნალექების სახეობას ეკუთვნის. თოვლი იქმნება, როდესაც ღრუბლებში წყლის მიკროსკოპული წვეთები მიიზიდებიან ატმოსფეროში დისპერგირებულ მტვრის ნაწილაკებთან და იყინებიან. ამასთან წარმოქმნილი, თავდაპირველად 0.1 მმ - ზე ნაკლები დიამეტრის, ყინულის კრისტალები, ვარდებიან ქვევით და იზრდებიან მათზე ჰაერის ტენის კონდენსაციის შედეგად. ამ პროცესისას იქმნება ექვსქიმიანი კრისტალური ფორმები. ასეთი ექვსკუთხედის მწვერვალებზე, შემდეგ თავსდება ახალი კრისტალები, მათზე - ახლები, და ასე მიიღება ფიფქის ვარსკვლავების სხვადასხვა ფორმა. ექვსივე სხივის კრისტალიზაცია ერთდროულად ხდება, თითქმის იდენტურ პირობებში და, შესაბამისად, ფიფქის სხივების ფორმის მახასიათებლები თანაბრად იდენტურია. თოვლის თეთრი ფერი განპირობებულია ფიფქში ჩარჩენილი ჰაერით. ფიფქები 95% - ით ჰაერისგან შედგება, რაც მათ დაბალ სიმკვრივეს (100-400 კგ/მ3 ) და შედარებით ნელი ვარდნის სიჩქარეს (0.9 კმ/სთ) განაპირობებს. მიუხედავად ფიფქების რავალფეროვნებისა, ითვლება, რომ ორი ერთმანეთის მსგავსი ფიფქი არ არსებობს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9