რადიოაქტიური ნარჩენები წყლის ან თხევადი ორგანული პროდუქტების სახით, რომლებიც შეიცავენ რადიონუკლიდებს გახსნილი ფორმით ან სუსპენზიების სახით; სამრეწველო ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ტექნოგენური წარმოშობის რადიოაქტიურ ნუკლიდებს, ანუ რომლებიც თავდაცვისა და სხვა სახის ბირთვული მრეწველობის საწარმოების საქმიანობის და, ასევე, რადიაციული ავარიების შედეგად წარმოიქმნება. თხევადი რადიოაქტიური ნარჩენები აქტივობის დონის მიხედვით იყოფა დაბალ, საშუალო და მაღალ დონეზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.