მცენარეთა ერთობლიობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანთვისება, რომელიც შედგება მისი სართულებად დაყოფაში როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა სივრცეში. მიწისზედა იარუსიანობა იძლევა სინათლის უკეთ გამოყენების საშუალებას, ხოლო მიწისქვეშა - წყლისა და მინერალების გამოყენებას. ჩვეულებრივ, ტყეში ხუთამდე იარუსი შეიძლება გამოიყოს: ზედა (პირველი) - მაღალი ხეებია, მეორე - დაბალი ხეები, მესამე - ბუჩქები, მეოთხე - ბალახები და მეხუთე - ხავსები
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.