&
K R

ია იე იზ იმ ინ იო იუ
იზო

იზოტოპები

ნებისმიერი ქიმიური ელემენტის ატომების მრავალსახეობა, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ატომური ნომერი, მაგრამ ამასთან განსხვავებული მასის რიცხვი. სახელწოდება განპირობებულია იმით, რომ ერთი ატომის ყველა იზოტოპი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში ერთსა და იმავე ადგილზეა მოთავსებული. ატომის ქიმიური თვისებები დამოკიდებულია ელექტრონული გარსის სტრუქტურაზე, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება ძირითადად ბირთვის მუხტით Z და თითქმის არ არის დამოკიდებული მის A მასურ რიცხვზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9