ინტეგრალური ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ადამიანის განვითარების სამ კომპონენტს: სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლება და ცხოვრების დონე. ხანგრძლივობა იზომება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით, განათლება - ზრდასრულთა წიგნიერებისა (2/3 წილით) და სწავლების წლების საშუალო რაოდენობის (1/3 წილით) კომბინაციით. ცხოვრების დონე ფასდება რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტით (მეპ) ერთ სულ მოსახლეზე კორექტირებული ადგილობრივი ცხოვრების ღირებულებაზე (მყიდველობითი უნარის პარიტეტი). გაეროს განვითარების პროგრამა ყოველწლიურად აქვეყნებს "ადამიანის განვითარების ანგარიშს", რომელიც გლობალურ მასშტაბში აშუქებს პრობლემას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.