(ლათინური inficio, infeci, infectum - დაინფიცირება) - ცოცხალი ორგანიზმების ინფიცირება მიკროორგანიზმებით (ბაქტერიები, სოკოები, პროტოზოები). კატეგორია „ინფექცია“ ასევე შეიძლება მოიცავდეს დასნეულებას ვირუსებით, პრიონებით, რიკეტსიებით, მიკოპლაზმებით, პროტეებით, ვიბრიოებით, პარაზიტებით, მწერებითა და ფეხსახსრიანებით (ძალიან იშვიათად). ტერმინი ნიშნავს უცხო მიკროორგანიზმების სხვადასხვა სახის ურთიერთქმედებას ადამიანის სხეულთან (მედიცინაში), ცხოველებთან (ზოოტექნიკაში, ვეტერინარულ მედიცინაში), მცენარეებთან (აგრონომიაში). ტერმინი მედიცინაში 1546 წელს შემოიღო ჯიროლამო ფრაკასტორომ (იტალიური Girolamo Fracastoro; 1478-1553) - ვენეციელი ექიმი, მწერალი და მკვლევარი მედიცინის გეოგრაფიის, მათემატიკისა და ასტრონომიის დარგში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,