საიმედო და საჭირო ინფორმაციის სიმრავლე მიწების ბუნებრივი, ეკონომიკური და სამართლებრივი სტატუსის შესახებ. მიწის სახელმწიფო კადასტრი შეიცავს რიგ მასალას, მათ შორის: - მიწის მომხმარებელთა რეგისტრაციის, მიწის რაოდენობისა და ხარისხის აღრიცხვის, ნიადაგის ბონიტირებისა და მიწის ეკონომიკური შეფასების შესახებ მონაცემებს. მიწის სახელმწიფო კადასტრის მონაცემები ემსახურება მიწების ეფექტური გამოყენებისა და მათი დაცვის ორგანიზების მიზნებს, ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვას, სასოფლო - სამეურნეო წარმოების განთავსებასა და სპეციალიზაციას, მიწის მელიორაციას და სოფლის მეურნეობის ქიმიზაციას, აგრეთვე სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია მიწის გამოყენებასთან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,