&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კად კან კარ კატ კაც

კანონი მინიმუმის

ფორმულირებულია გერმანელი ქიმიკოსის, აგრონომიული ქიმიის ერთ - ერთი ფუძემდებლის იუსტუს ფონ ლიბიგის (Justus von Liebig, 1803-1873) მიერ 1840 წელს. ბიოტური პოტენციალი (ორგანიზმის, პოპულაციის, სახეობის სიცოცხლისუნარიანობა, პროდუქტიულობა) შემოიფარგლება გარემოს იმ ფაქტორებით, რომელიც მინიმალურია, თუნდაც ყველა სხვა პირობა იყოს ხელსაყრელი. ლიბიგის უდიდესი დამსახურებაა მიწათმოქმედების მეორე მნიშვნელოვანი კანონის “მინიმუმის კანონის“ ანდა, როგორც მას შემდეგში უწოდებდნენ, „შემზღუდველი ფაქტორების კანონის“ დადგენა. ლიბიგმა დაამტკიცა, რომ მინერალური ნივთიერებები და მოსავლიანობის სხვა ფაქტორები: წყალი, სინათლე, სითბო და სხვ., ერთნაირად საჭიროა და ერთმანეთს ვერ ცვლის. ერთი რომელიმე ფაქტორის ნაკლებობაც კი მკვეთრად ამცირებს მოსავალს. მოგვიანებით, 1913 წელს, კანონი განზოგადდა და იქნა შევსებული ამერიკელი ზოოლოგისა და ეკოლოგის ერნესტ შელფორდის (Shelford Victor Ernest,1877 - 1968) მიერ (ტოლერანტობის კანონი). მან მინიმუმთან ერთად მაქსიმუმის შეზღუდვის გავლენის კონცეფცია შეიმუშავა. შემზღუდველი ფაქტორი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეკოლოგიური ფაქტორის ნაკლებობა (მინიმუმი), არამედ მისი სიჭარბეც (მაქსიმუმი).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9