&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კად კან კარ კატ კაც

კანცეროგენები

(ლათინური cancer - კიბო და ძვ. ბერძნ. γεννάω - ვბადებ) - ქიმიური ნივთიერებები, ფიზიკური გამოსხივებები ან ონკოგენური ვირუსები, რომელთა მოქმედება ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს) წარმოქმნის ალბათობას. ყველაზე მეტად ცნობილი ფიზიკური კანცეროგენია მაიონიზირებელი გამოსხივება. ქიმიურ კანცეროგენებს შორის ხშირად მოიხსენიებენ შემდეგ ნივთიერებებს: - ნიტრატები, ნიტრიტები, საჭმლის დანამა-ტები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, ბენზპირენი, პეროქსიდი, აფლატოქსინი, დიოქსინი, ვინილქლორიდი, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, კადმიუმი, დარიშხანი, ექვსვალენტიანი ქრომი, ასბესტი. ონკოლოგების შეფასებით, ადამიანის კიბოს 80-90% სწორედ ასეთი ფაქტორების შედეგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, „კანცეროგენი არის აგენტი, რომელმაც თავისი ფიზიკური ან ქიმიური თვისებების გამო შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები და ზიანი გენეტიკური აპარატის იმ ნაწილებში, რომლებიც აკონტროლებენ სომატურ უჯრედეს".
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9