(ფრ. global - საერთო, მთლიანი) -პრობლემები და სიტუაციები, რომლებიც მოიცავენ მრავალ ქვეყანას, ლითოსფეროს, დედამიწის ატმოსფეროს, მსოფლიო ოკეანეს, დედამიწის მახლობლად მდებარე სივრცეს და გავლენას ახდენენ დედამიწის მოსახლეობაზე. კაცობრიობის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები ვერ გადაიჭრება ერთი ქვეყნის ძალებით, საჭიროა ერთობლივად შემუშავებული დებულებები გარემოს დაცვის შესახებ, კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკა, ჩამორჩენილი ქვეყნების დახმარება და ასე შემდეგ.ეს პრობლემები ხასიათდება დინამიზმით, წარმოიქმნება როგორც საზოგადოების განვითარების ობიექტური ფაქტორი და მათი გადაწყვეტისთვის საჭიროა მთელი კაცობრიობის ერთობლივი ძალისხმევა. გლობალური პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია, მოიცავს ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტს და ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ეს არის პლანეტარული ხასიათის სოციალური და ბუნებრივი პრობლემების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ხალხის ინტერესებზე, რომელთა გადაჭრაზეა დამოკიდებული კაცობრიობის ეკონომიკური და სოციალური პროგრესი და ცივილიზაციის შენარჩუნება. ამ პრობლემებს ახასიათებთ დინამიურობა. წარმოიქმნება, როგორც საზოგადოების განვითარების ობიექტური ფაქტორი და მათ გადასაჭრელად მთელი კაცობრიობის ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. თანამედროვეობის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები: გარემოს კატასტროფული დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება; კაცობრიობის რესურსებით უზრუნველყოფა, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ხის, ფერადი ლითონების ამოწურვა, წყლის რესურსების ნაკლებობა; მსოფლიო ოკეანეების რესურსების გამოყენება; გლობალური დათბობა; ოზონის ხვრელები; სათბურის ეფექტი. 197-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელიც მიღებულ იქნა 2015 წლის დეკემბერში. მისი მონაწილეების ვალდებულებაა შეამცირონ სათბურის გაზების ემისიები, რათა თავიდან აიცილონ გლობალური ტემპერატურის ზრდა 1,5-2°C-ზე მეტით. ევროკავშირი კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის მზის, ქარისა და სხვა „მწვანე“ წყაროებზე გადასვლით გეგმავს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,