&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კად კან კარ კატ კაც

კატასტროფა ეკოლოგიური

შეუქცევადი ხასიათის ეკოლოგიური ბალანსის სრული და მკვეთრი დარღვევა. ბუნებრივი ანომალია (ხანგრძლივი გვალვა, პირუტყვის მასიური ხოცვა და ასე შემდეგ.), რომელიც ხშირად წარმოიქმნება ბუნებრივ პროცესებზე ადამიანის საქმიანობის უშუალო ან არაპირდაპირი გავლენის შედეგად და იწვევს მწვავე უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს ან გარკვეული რეგიონის საზღვრებში ადამიანთა და ბიოტას მასობრივ განადგურებას. შეიძლება იყოს ლოკალური ან ლობალური. ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფა ერთი ან რამდენიმე ლოკალური ეკოლოგიური სისტემის დაღუპვას იწვევს. გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა ჰიპოთეტური მოვლენაა, რომელიც დედამიწის ბიოსფეროზე გარე თუ შიდა ფაქტორების ზემოქმედების დაუშვებლად მაღალი დონის შედეგად შეიძლება მოხდეს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9