&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ადა ადვ ადი ადს

ადვექცია

(ლათინური advectio - მიწოდება) - მეტეოროლოგიაში ჰაერის მოძრაობა ჰორიზონტალური მიმართულებით და მასთან ერთად მისი თვისებების გადაცემა: ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა. ამ გაგებით, საუბარია, მაგალითად, სითბოსა და სიცივის ადვექციაზე. ცივი და თბილი, მშრალი და ნოტიო ჰაერის მასების ადვექცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტეოროლოგიურ პროცესებში და, შესაბამისად, გავლენას ახდენს ამინდის მდგომარეობაზე. ოკეანოგრაფიაში - წყლის ან წყლის ობიექტის გადატანის პროცესი მხოლოდ ოკეანეების მასის მოძრაობით, უმეტესად, ჰორიზონტალური დინების მეშვეობით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9