კვებითი ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზმებს შორის, როგორც წესი, განიხილება ტროფიკულ ჯაჭვში ან ქსელში და, ასევე, სისტემატურ მიმართებით ან მხოლოდ კვების მოთხოვნილებების გათვალისწინებით ახლოს მყოფ ინდივიდთა შორის. ნივთიერებებისა და ენერგიის მიმოქცევაში მონაწილე თითოეული ორგანიზმი გარკვეულ საკვებ (ტროფიკულ) დონეზეა და ქმნის საკვებ (ტროფიკულ) რგოლს. კვების ჯაჭვი - რამდენიმე ტროფიკული რგოლის კომბინაციაა. გამოყოფენ რამდენიმე ტროფიკულ დონეს: ეკოსისტემის პირველ ტროფიკულ დონეს ქმნიან ავტოტროფები - მწვანე მცენარეები, ფოტო -და ქემოსინთეზური ბაქტერიები; - კვების ჯაჭვის მეორე დონეს ქმნიან ბალახოვანი ცხოველები და, აგრეთვე პარაზიტული უმაღლესი და ქვედა მცენარეები; - მესამე ტროფიკული დონე მოიცავს მტაცებლებს, რომლებიც ბალახოვანი ცხოველებით იკვებებიან. ეს არის პირველი რიგის მტაცებლები - მწერიჭამია ფრინველები, მცირე ძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ამფიბიები. ასევე, ამ დონეს მიაკუთვნებენ აღნიშნული ცხოველების პარაზიტებს; მეოთხე ტროფიკული დონე წარმოდგენილია უფრო მსხვილი ხორცისმჭამელი ცხოველებით - მეორე რიგის მტაცებლებით და მათი პარაზიტებით; - მეხუთე ტროფიკულ დონეს იკავებენ რედუცენტები (დესტრუქტორები), რომლებიც მკვდარ ორგანულ ნივთიერებებს მოიხმარენ. ამაში შედის უხერხემლო ცხოველები - საპროფაგები, მცენარეები - საპროფაგები, ჰეტეროტროფული მიკროორგანიზმები, სოკოები, უმარტივესები (Protozoa). ძირითადი ბიოტიკური კავშირები, რომლებიც ინარჩუნებენ ეკოსისტემის მთლიანობას, არის ტროფიკული, ანუ ერთი ნაწილი ორგანიზმების კვება სხვების ხარ
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,