&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვო

კვებითი (ტროფიკული) ჯაჭვი (ქსელი)

სხვადასხვა ტროფიკული დონის ბიოცენოზის წევრებს შორის ნივთიერებისა და ენერგიის გადაცემა, რომელშიც საკვები ნივთიერებები და ენერგია ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცემა, როდესაც ეს უკანასკნელი პირველს ჭამს. ეკოსისტემაში კვების პროცესში ნივთიერე და ენერგია გადადის ერთი ტროფიკული დონიდან მეორეზე. ნივთიერებისა და ენერგიის ნაწილი ამ შემთხვევაში იკარგება. საშუალოდ, კვების ჯაჭვის ყოველი მომდევნო რგოლი შეიცავს 10-ჯერ ნაკლებ ნივთიერებებსა და ენერგიას ვიდრე წინა რგოლი (ამერიკელი მეცნიერი - ეკოლოგი რ. ლინდემანის 10% წესი (Raymond Laurel Lindeman, 1915 - 1942). ამრიგად, ტროფიკული სტრუქტურა და ტროფიკული ფუნქცია შეიძლება ასახული იყოს ეკოლოგიური პირამიდის სახით, რომლის ფუძეს პირველი დონე წარმოადგენს (პროდუცენტების დონე), ხოლო მომდევნო პირამიდის სართულებსა და წვეროს წარმოადგენს. ბევრ ცხოველში კვების კავშირები უბრალო ჯაჭვს კი არა, არამედ განშტოებულ ტროფიკულ ქსელს წარმოადგენს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9