გამოყენებითი ხასიათის საცნობარო დოკუმენტი, რომელშიც, აღქმის და შენახვის მოხერხებულობისთვის, მონაცემები ნაწილდება და კოდირდება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ცხრილების, გრაფიკების და აღწერილობების სახით, ნარჩენების კლასიფიკაციის შედეგების შესაბამისად. ამასთან ითვალისწინებენ ნარჩენების წარმოშობას, აგრეგატულ მდგომარეობას, ქიმიურ შედგენილობას, ეკოლოგიურ საშიშროებას, რესურსულ ღირებულებას და სხვა მახასიათებლებს, რაც აუცილებელია ნარჩენების მართვის პრობლემების გადასაჭრელად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.