ნივთიერებათა კლასებად დაყოფა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მათი საშიშროების შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის ელემენტს წარმოადგენს. კლასიფიკაციის გამოყენება, ცოცხალ ორგანიზმებზე აბინძურების გავლენის ზემოქმედების უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, ვიდრე ატმოსფეროში გაფრქვეული ან წყლის ობიექტებში ჩაშვებული მავნე ნივთიერებათა საერთო რაოდენობათა შეფასებები. ჩვეულებრივ განასხვავებენ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ოთხ კლასს. პირველი მოიცავს ყველაზე ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ათასობითჯერ უფრო საშიშია ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, ვიდრე მეოთხე კლასის ნივთიერებები. მავნეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება აირების, თხევადი და მყარი ნარჩენების კვოტები და ჯარიმები კვოტების გადამეტებისას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.