&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლი კლო

კლიმატი

(ძველი ბერძნული. κλίμα (κλίματος) - დახრილობა (მხედველობაშია მზის სხივების დახრილობა ჰორიზონტალურ ზედაპირთან) - ამინდის მრავალწლიური (რამოდენიმე ათეულწლების რიგის) რეჟიმი. ამინდი, კლიმატისგან განსხვავებით, გარკვეული მეტეოროლოგიური მახასიათებლების (ტემპერატურა, ტენიანობა, ატმოსფერული წნევა და სხვ.) მყისიერი მდგომარეობაა. კლიმატი ვიწრო გაგებით ლოკალური კლიმატი - ახასიათებს მოცემულ ადგილს მისი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. კლიმატი ფართო გაგებით - გლობალური კლიმატი - ახასიათებს მდგომარეობათა სტატისტიკურ ანსამბლს, რომელსაც სისტემა "ატმოსფერო - ჰიდროსფერო - ხმელეთი - კრიოსფერო - ბიოსფერო" რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გადის. ამინდის გადახრა კლიმატის ნორმიდან არ შეიძლება ჩაითვალოს კლიმატის ცვლილებებად, მაგალითად, ძალიან ცივი ზამთარი კლიმატის აცივებაზე არ მიუთითებს. ძირითადი გლობალური გეოფიზიკური ციკლური პროცესები, რომლებიც ქმნიან კლიმატურ პირობებს დედამიწაზე, არის სითბოს ბრუნვა, ტენიანობის ბრუნვა და ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაცია. შეისწავლება და კლასიფიცირდება არა მხოლოდ ტერიტორიების კლიმატი პლანეტარული მასშტაბით (მაკროკლიმატი), არამედ, აგრეთვე, ადგილობრივი კლიმატი (მეზოკლიმატი) - უფრო მცირე ტერიტორიების კლიმატი შედარებით ჰომოგენური პირობებით (ტყის მასივების, ზღვის სანაპიროების, მდინარის მონაკვეთის, ქალაქის ან ქალაქის რაიონის კლიმატი) და მიკროკლიმატი, რომელიც ახასიათებს ადგილობრივი კლიმატის შიგნით მდებარე მცირე მონაკვეთებს (მინდორი ტყეში), სადგომების (ადგილი, სივრცე რამისთვის, ბინა, საცხოვრებელი, ოთახი) მიკროკლიმატის ჩათვლით. კლიმატის შესწავლა ხდება კლიმატოლოგიის მეცნიერების მიერ. წარსულში კლიმატის ცვლილებას შეისწავლის პალეოკლიმატოლოგია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9