(ლათინური coagulatio - შედედება, გასქელება) და ფლოკულაცია (ლათინური flocculi - ნაფლეთები, ფანტელები) – დისპერსიული სისტემების მცირე ნაწილაკების უფრო დიდ აგრეგატებში შეერთების ფიზიკური და ქიმიური პროცესები ადჰეზიური (მოზიდვის მოლეკულური ძალები) ძალების გავლენის ქვეშ, კოაგულაციური სტრუქტურების წარმოქმნით. კოაგულაცია - არის დისპერსიულობის ხარისხის და დისპერსიული სისტემის ნაწილაკების რაოდენობის შემცირების პროცესი პირველადი ნაწილაკების ერთმანეთთან შეკვრით. კოაგულაციის შედეგად, ჩვეულებრივ, ხდება დისპერსიული ფაზის ჩამოცვენა (სედიმენტაცია), ან, სულ მცირე, პირველადი დისპერსიული სისტემის თვისებების ცვლილება. კოაგულაცია შეიძლება იყოს როგორც სპონტანური (დაბერება) კოლოიდური ხსნარის გამოყოფით მყარ ფაზაში და დისპერსიულ გარემოში და მინიმალური ენერგიის მდგომარეობის მიღწევით, ასევე ხელოვნურად გამოწვეული სპეციალური რეაგენტების (კოაგულანტების ან ფლოკულანტების) გამოყენებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.