&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოდ კოე კოლ კომ კონ კოს

კოევოლუცია

ურთიერთმოქმედი ჯგუფების, ორგანიზმების სახეობათა პარალელური, ურთიერთდაკავშირებული, ერთობლივი ევოლუცია. გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის ასაცილებლად, ურთიერთობა ადამიანთა საზოგადოებასა და ბუნებას შორის უნდა გადაეწყოს მათი კოევოლუციის მიმართულებით. საზოგადოებისა და ბუნების კოევოლუცია გულისხმობს მათ ერთობლივ, რთიერთდაკავშირებულ ევოლუციას. მაგრამ, ბუნებაში ევოლუცია უფრო ნელი ტემპით იმდინარეობს, ვიდრე საზოგადოების სოციალური და სამეცნიერო ტექნიკური ევოლუცია, ამიტომ ბუნება ანთროპოგენურ ცვლილებებთან შეწყობას ვერ ასწრებს. საზოგადოებამ შეგნებულად უნდა შეზღუდოს თავისი ზემოქმედება ბუნებაზე, რათა შეინარჩუნოს შემდგომი კოევოლუციის შესაძლებლობა. საზოგადოებისა და ბუნების იმგვარ ერთობლივ განვითარებას, რომელიც კოევოლუციას უზრუნველყოფს, მდგრადს უწოდებენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9