(ლათინური collapsus - "დაეცა") - ნებისმიერი სტრუქტურის სრული და შეუქცევადი დაშლის პროცესი სისტემური კრიზისის გავლენის ქვეშ. კოლაფსი (მედიცინაში) - ავადმყოფის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა. სოციალური კოლაფსი - საზოგადოების დაშლა. ეკონომიკური კოლაფსი. გრავიტაციული კოლაფსი - მასიური სხეულის გრავიტაციული შეკუმშვის პროცესი. ტალღური ფუნქციის კოლაფსი - მყისიერი ცვლილება ობიექტის კვანტური მდგომარეობის (ტალღური ფუნქციის) აღწერილობაში, რომელიც ხდება გაზომვის პროცესში - უნგრელ - ამერიკელი ფიზიკა - მათემატიკოსის ფონ ნეუმანის (ინგლისური John von Neumann, 1903 – 1957) რედუქცია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.