ხსნართა განსაკუთრებული სახე. დისპერსული სისტემები, რომლებშიც მყარი ნაწილაკები (დისპერსული ფაზა) ერთნაირადაა განაწილებული სითხეში ან გაზში (დისპერსული გარემო). კოლოიდური ხსნარების მაგალითებია აეროზოლები, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების ჰიდროზოლები, ნიადაგები, რომელთა უმეტესობა კოლოიდურ მდგომარეობაშია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.