(ლათინური consume - მოიხმარ) – ჰეტეროტროფული ორგანიზმები, რომლებიც იკვებებიან ცოცხალი ან მკვდარი ორგანული ნივთიერებებით (მცენარეებით, ცხოველებით, სოკოებით, ბაქტერიებით, დეტრიტით). პირველი რიგის კონსუმენტებია ბალახის მჭამელი ცხოველები, აგრეთვე პარაზიტული ბაქტერიები, სოკოები და სხვა უქლოროფილო მცენარეები, რომლებიც ცოცხალი მცენარეების ხარჯზე ვითარდებიან. მეორე რიგის კონსუმენტებია მტაცებლები და ბალახის მჭამელი ორგანიზმების პარაზიტები. არიან მესამე და მეოთხე რიგის კონსუმენტებიც (ზეპარაზიტები, სუპერპარაზიტები და მათი მსგავსნი), მაგრამ კვების ჯაჭვებში 5 რგოლზე მეტი არ არის. ყოველ მომდევნო ტროფიკულ დონეზე ბიომასის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024