- გარემოს ერთეულის ტოლ მოცულობაზე მოსული მავნე ნივთიერების მაქსიმალური ოდენობა, რომელიც პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანზე შეუზღუდავი დროის განმავლობაში.
- წყალთან მიმართებაში, ნივთიერების კონცენტრაცია, რომლის დროსაც წყალი ხდება უვარგისი წყლის ერთი ან რამდენიმე ტიპის გამოყენებისათვის. იგი დგინდება ტოქსიკოლოგიური ან ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით. ერთი და იგივე ნივთიერებისათვის, წყლის გამოყენების ტიპებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ზდკ-ს დადგენაა შესაძლებელი. ყველაზე მაღალი მოთხოვნები სანიტარულ- საყოფაცხოვრებო და თევზმეურნეობათა მიზნებისათვის განკუთვნილ წყლის მიმართ არის დაწესებული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.