(ძველი ბერძნული κόσμος - kosmos - მოწესრიგებული სამყარო, მსოფლიო) სამყაროს სინონიმი, მსოფლიო სივრცე დედამიწის ატმოსფეროს საზღვრებს გარეთ. კოსმოსი სხვადასხვა სახის ენერგიითაა გაჯერებული. განასხვავებენ ახლო კოსმოსს, რომელსაც კოსმოსური აპარატებითა და პლანეტარული სადგურების დახმარებით იკვლევენ და შორეულ კოსმოსს ვარსკვლავებისა და გალაქტიკების სამყაროს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024