&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოდ კოე კოლ კომ კონ კოს

კოსმოქიმია

როგორც მეცნიერება, სწავლობს ციური სხეულების ქიმიურ შედგენილობას, აგრეთვე, თუ როგორ ნაწილდება ქიმიური ელემენტები სამყაროში, მიგრირებენ და ერთიანდებიან ატომები კოსმოსური მატერიის წარმოქმნის პროცესში. ცოდნის განხრები ჰ. ურის (ინგლისური Harold Clayton Urey, 1893 - 1981, ამერიკელი ფიზიკოსი და ფიზიკოქიმიკოსი, პიონერი იზოტოპების კვლევის დარგში, რომელთაგან ერთ - ერთის - დეიტერიუმის აღმოჩენისთვის 1934 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ქიმიაში, მოგვიანებით გადავიდა პლანეტარული ევოლუციის შესწავლაზე), ვ. გოლდშმიდტის (გერმ. Victor Moritz Goldschmidt, 1888 - 1947, ნორვეგიელი გეოქიმიკოსი და გეოფიზიკოსი, გეოქიმიისა და კრისტალოქიმიის ერთერთი ფუძემდებელი) და ა. ვინოგრადოვის (რუს. Александр Павлович Виноградов, 1895 -1975, გეოქიმიკოსი, მეცნიერი ბირთვული ფიზიკის დარგში) შრომებს ეფუძნება. კვლევის საგანია ძირითადად „ცივი“ პროცესები ნივთიერებების ატომურ - მოლეკულური ურთიერთქმედების დონეზე. კოსმოქიმიის ახალი სამეცნიერო დარგის, რომელსაც ასევე უწოდებენ ქიმიურ კოსმოლოგიას, განვითარება დაიწყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ადამიანის კოსმოსური ფრენის დაწყების შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9