ადამიანთა საზოგადო - შრომითი, საკომუნიკაციო, საოჯახო - საყოფაცხოვრებო საქმიანობის სისტემა; მიმდებარე ბუნებრივ და სოციალურ გარემოსთან ერთობაში და შედარებით ჰარმონიაში, ადამიანის ფიზიკური, სულიერი შესაძლებლობების ყოვლისმომცველი გამოვლენა; ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისა და სხვისი ჯანმრთელობის მიმართ. ეს არის აქტიური და შემოქმედებითი ცხოვრების სახე, რომელიც მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის, მავნე და საშიში ზემოქმედბის (სოციალური, ბუნებრივი, პირადი) გაძლებასა და ყოველმხრივად და ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდას ხელს უწყოს. სოციალური ჰიგიენის პრაქტიკაში გამოიყენება უფრო სპეციფიკური კრიტერიუმები: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ავადობა,ფიზიკური განვითარება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024