კაშხლის ან დამბის (ჯებირის) დახმარებით თხევადი ნარჩენების შესანახად შექმნილი შეკრული ან ნახევრად შეკრული აუზი, რომლიდან წყლის ნაწილობრივი გადინება არის შესაძლებელი. რადიოაქტიური, ტოქსიკური და სხვა სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების საყრელი ნარჩენების (ასეთ ნარჩენებს კუდებს უწოდებენ) შესანახად ან განსათავსებლად განკუთვნილი, სპეციალური კონსტრუქციებისა და აღჭურვილობის კომპლექსი. სამთო გამამდიდრებელ კომბინატში (სგკ) შემოსული მოპოვებული მადნიდან ღებულობენ კონცენტრატს, ხოლო გადამუშავების ნარჩენები გადაიტანება კუდსაცავში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024