(ლათინური cultura - დამუშავება, მოგვიანებით - აღზრდა, განათლება, განვითარება, თაყვანისცემა) - სიტყვა cultura პირველად გვხვდება მარკუს პორციუს კატონი უფროსის (ძველი წელთაღრიცხვის.234 – ძველი წელთაღრიცხვის 149) ტრაქტატში De Agri Cultura (ლათინური). საზოგადოებისა და პიროვნების ისტორიულად განსაზღვრული დონე, გამოხატული ადამიანთა ცხოვრების და საქმიანობის ორგანიზაციის ტიპებსა და ფორმებში, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ მატერიალურ და სულიერ ფასეულობებში. ცნება, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა გააჩნია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კულტურა - ფილოსოფიის, კულტუროლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ენათმეცნიერების (ეთნოლინგვისტიკის), პოლიტოლოგიის, ეთნოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკის პედაგოგიკის და ასე შემდეგ. შესწავლის საგანს წარმოადგენს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024