გლობალური კულტურის განვითარების ეტაპი და განუყოფელი ნაწილი, რომელიც, კაცობრიობის აწმყო და სამომავლო განვითარებაში, ეკოლოგიური პრობლემების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ მახვილი, ღრმა და საყოველთაო შეგნებით ხასიათდება. ეს არის ცივილიზაციის განვითარების პროცესში შექმნილი სულიერი და მატერიალური ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ადამიანის ყოვლისმომცველი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ მისი ბუნებრივი ჰაბიტატის თვისობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებაზე, აღდგენასა და გაუმჯობესებაზე. ეკოლოგიური კულტურა - არის ეკოლოგიური მსოფლმხედველობის ფორმირების ბაზა, როგორც ადამიანის, საზოგადოებისა და ბიოსფეროს ღრმა ურთიერთკავშირის გაცნობიერება, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების საქმიანობისა და გარემოსდაცვითი ფაქტორების განუყოფელი ერთიანობის გაცნობიერება, ეკოლოგიური პრობლემების დროული გაფრთხილება და ეფექტური გადაწყვეტა თანამედროვე და მომავალი თაობათა საკეთილდღეოდ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024