&
K R

კა კვ კი კლ კო კრ კუ
კუდ კულ კურ

კულტურა ჯანმრთელობის

ქმედებებისა და ურთიერთობების შეგნებული სისტემა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს, საკუთარი ჯანმრთელობის ლობის დამოკიდებულებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესისგან შემდგარი, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხარისხს. ჯანმრთელობის კულტურის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობის ღირებულების ცოდნა და ამის საფუძველზე - თვითშემეცნება, თვითგანვითარება, თვითრეალიზაცია, სტრესულ სიტუაციებში გამკლავების უნარი, ოპტიმალური კვება, ძილი და ფიზიკური დატვირთვა, დასვენების უნარი, ოჯახის დაგეგმვა, ჯანმრთელი სექსუალობა, მავნე ჩვევების არარსებობა (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი), ფსიქოტროპული წამლების (ნარკოტიკული ნივთიერებების) გამოყენებაზე უარი. ჯანმრთელობის კულტურა -ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი ელემენტი, მიზნად ისახავს დაავადებების წარმოქმნისა და განვითარების "რისკფაქტორების" დაძლევას, სოციალური და ბუნებრივი პირობების ოპტიმალურ გამოყენებას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ინტერესებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9