სახეობების მიერ გამოყენებადი, რეპროდუქციული გამრავლების ტიპი, რომლის დროს ერთდროულად ერთი (იშვიათად, ორი ან სამი) ახალშობილი იბადება. ის შთამომავლობის გაზრდაში გულისხმობს დიდი ენერგიის ან ძალისხმევის ხარჯვას. ჩვეულებრივ, პირველი შთამომავლისა და შემდგომის დაბადებას შორის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდებია. ეს სტრატეგია მრავალი მსხვილი ძუძუმწოვარი ცხოველების მიერაა მიღებული, ყველაზე ნათლად კი, დიდ მაიმუნებში და, რა თქმა უნდა, Homo sapiens - ში ვლინდება. ამასთან ერთად იქნა შემოტანილი R - სტრატეგიის ცნება - დროის ერთეულში რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი ჩვილის შობა, რის შესახებ ორმა ამერიკელმა მეცნიერმა, რობერტ მაკარტურმა (ინგლისური. Robert Helmer MacArthur, 1930 - 1972) . და ედვარდ ვილსონმა (ინგლ. Edward Osborne Wilson, 1929 - 2021) შექმნეს R - K შერჩევის თეორია: ცოცხალი არსებათა რეპროდუქციის ორი განსხვავებული სტრატეგიის თეორია, MacArthur, R. and Wilson, Е.О., The Theory of Island Biogeography, 1967. ეს ორი სტრატეგიის თეორია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იგი გამოიყენება რიგ მეცნიერებაში, აღიარებულია თითქმის ყველას მიერ და შედის ხელმძღვანელოებში და სასწავლო საშუალებებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,