&
K R

ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლავ ლამ ლან ლაქ

ლანდშაფტი

(გერმანული landschaft, land - მიწა და schaft - 1) ურთიერთკავშირის გამომხატველი სუფიქსი) - კონკრეტული ტერიტორია, ერთგვაროვანი წარმოშობისა და განვითარების ისტორიით, რომელსაც აქვს ერთიანი გეოლოგიური ფუძე, ერთი ტიპის რელიეფით, ერთგვაროვანი შეხამებით ნიადაგის, მცენარეული საფარის და სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებული სტრუქტურით, ურთიერთობის ხასიათით და ამ ტერიტორიის ცალკეულ კომპონენტებს შორის ურთიერთქმედებით; 2) ტერიტორიის იერ - სახე. ბუნებრივ - გეოგრაფიული კომპლექსი, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო იმყოფება რთულ ურთიერთკავშირში, მორგებულია ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9