&
K R

ლა ლე ლი ლო ლუ
ლაგ ლავ ლამ ლან ლაქ

ლანდშაფტის ეკოლოგია

ლანდშაფტების, მათ შორის მათი ბიოლოგიური ბინადართა ეკოლოგია. მეცნიერების განხრა, ეკოლოგიისა და გეოგრაფიის დარგი, რომელიც სწავლობს ლანდშაფტის სივრცულ მრავალფეროვნებას და ელემენტებს (მაგალითად: მინდვრები, ჰეჯები, ხეების ჯგუფები, მდინარეები ან ქალაქები) და როგორ მოქმედებს მათი მდებარეობა ენერგიის ნაკადისა და ინდივიდების განაწილებაზე და დინებაზე გარემოში (რასაც, თავის მხრივ, შეუძლია უშუალოდ გავლენა მოახდინოს ელემენტების განაწილებაზე). ლანდშაფტის ეკოლოგია ჩვეულებრივ ეხება გამოყენებით და ფუნდამენტურ პრობლემებს. ტერმინი ლანდშაფტის ეკოლოგია შემოიღო 1939 წელს გერმანელმა გეოგრაფმა კარლ ტროლმა (Carl Troll, 1899 - 1975). მან შეიმუშავა ეს ტერმინოლოგია და ლანდშაფტის ეკოლოგიის მრავალი ადრეული კონცეფცია, როგორც მისი ადრეული სამუშაოს ნაწილი, რომელიც სწავლობდა გარემოსა და მცენარეულობას შორის ურთიერთქმედებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9