წყლის ზედაპირზე მდებარე, წყლის ობიექტების ნორმალური აერაციისა და წყლის ჩვეულებრივი აორთქლების ხელისშემშლელი, ნავთობის ფენით დაფარული ზედაპირი. ზღვებისა და ოკეანეების ნავთობით დაბინძურება იწვევს ორგანიზმების სიკვდილს, მათი ბინადრობის ახალი პირობების შექმნას (ნავთობის გროვის ცენოზების) და პერსპექტივაში დედამიწაზე ტენის გადატანის ინტენსივობის რეგიონალურ - გლობალურ ცვლილებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.