(სინონიმები: ლეიკემია, სისხლის გათეთრება. ბერძნ. λευκός - თეთრი; ლეიკემია - ბერძნული λευκός - თეთრი და αἷμα - სისხლი) 1. სისხლმბადი სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის ელემენტების გადაჭარბებული გამრავლებით, რასაც ერთვის მათი მომწიფების შეკავება, სტრუქტურისა და თვისებების ცვლილებები, დამატებითი სისხლმბადი კერების გაჩენა იქ, სადაც ისინი ჩვეულებრივად არ არსებობენ, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა და ერითროციტების (და ჰემოგლობინის) და თრომბოციტების შემცირება; 2. სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც როგორც წესი ძვლის ტვინში იწყება და იწვევს ანომალური ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) დიდი რაოდენობით წარმოქმნას. სიმპტომები გამოწვეულია სისხლის ნორმალური უჯრედების დეფიციტით და შეიძლება მოიცავდეს სისხლდენებსა და სისხლჩაქცევებს, დაღლილობის შეგრძნებას, ტემპერატურულ რეაქციას და ინფექციური პროცესების განვითარების მაღალ რისკს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.