რომელსაც ხშირად უწოდებენ უბრალოდ ლიბიგის კანონს ან მინიმუმის კანონს, წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მეცნიერებაში პრინციპს, რომელიც შეიმუშავა 1840 წელს გერმანელმა აგრონომმა, ქიმიკოსმა და ნიადაგმცოდნემ კარლ შპრენგელმა (გერმ. Carl Sprengel, 1787 - 1859) და მოგვიანებით მისი პოპულარიზაცია მოახდინა გერმანელმა მეცნიერმა იუსტუს ფონ ლიბიგმა (გერმ. Justus von Liebig, 1803 - 1873). მასში ნათქვამია, რომ ზრდა განისაზღვრება არა ხელმისაწვდომი, არსებული რესურსების მთლიანი რაოდენობით, არამედ ყველაზე მწირი რესურსით (შემზღუდავი ფაქტორი). კანონი ასევე გამოიყენება ბიოლოგიურ პოპულაციებსა და ეკოსისტემურ მოდელებში ისეთი ფაქტორებისთვის, როგორიცაა მზის შუქი ან მინერალური საკვები ნივთიერებები. ამ კანონს ასევე უწოდებენ შემზღუდველი (მალიმიტირებელი) ფაქტორის კანონს ან "ლიბიგის კასრს". თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ - ერთი ფუნდამენტური ეკოლოგიური კანონი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.