აღნიშნავს ლითონთა იმ ჯგუფს, რომლებიც მაღალი სიმკვრივით, ატომური მასითა და ატომური ნომრით გამოირჩევა. მძიმე ლითონებად განსაზღვრა დამოკიდებულია ავტორსა და კონტექსტზე. მეტალურგიაში მძიმე ლითონები სიმკვრივით განისაღვრება, ფიზიკაში - ატომური ნომრით, ხოლო ქიმიაში ქიმიური თვისებებით. მძიმე ლითონების განსხვავების სხვადასხვა ვერსიაა შემოთავაზებული, მაგრამ მათგან არცერთია ფართოდ გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ტერმინი ფართოდ გამოიყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მძიმე ლითონების განმსაზღვრელ ერთ - ერთ მთავარ კრიტერიუმად 5 ∙10 კგ/მ3 -ზე მეტ სიმკვრივეს მიიჩნევენ (გარდა კეთილშობილი და იშვიათი ლითონებისა).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.