(ძველი. ბერძნული. λίθος - ქვა და σφαίρα - სფერო) - დედამიწის მყარი გარსი, დედამიწის ზედა მყარი გარსი, რომლის სისქე 50-200 კმ შეადგენს. ლითოსფეროს ზედა ფენას დედამიწის ქერქი ეწოდება. ლითოსფეროს ეწოდება დედამიწის მყარი გარსი, რომელიც მოიცავს დედამიწის ქერქს და ზედა მანტიის ნაწილს. ხმელეთზე ლითოსფეროს სისქე საშუალოდ 35-40 კმ-დან (ვაკე რაიონებში) 70 კმ-მდე (მთიან რაიონებში) მერყეობს. უძველესი მთების ქვეშ, დედამიწის ქერქის სისქე კიდევ უფრო დიდია: მაგალითად, ჰიმალაის ქვეშ, მისი სისქე 90 კმ-ს აღწევს. დედამიწის ქერქი ოკეანეების ქვეშ არის ასევე ლითოსფერო. აქ ის ყველაზე თხელია - საშუალოდ დაახლოებით 7-10 კმ, ხოლო წყნარი ოკეანის ზოგიერთ რაიონში - 5 კმ-მდე. დღეისათვის ადამიანს აქვს ძლიერი ტექნოგენური გავლენა ლითოსფეროზე, რაც ბიოსფეროს განადგურების ერთ - ერთ ფაქტორად იქცა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024