&
K R

ლა ლე ლი ლო ლუ
ლოკ ლომ

ლომონოსოვი მიხეილ ვასილის ძე (1711 – 1765 წწ)

რუსი მეცნიერ - ბუნებისმეტყველი,ენციკლოპედისტი, ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოეტი, თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის შემქმნელი, მხატვარი, ისტორიკოსი, დამოუკიდებელი რუსული მეცნიერების მებაირახტრე. ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: 1748-მდე იგი ძირითად ფიზიკისა და ქიმიის საკითხებზე მუშაობდა, 1748-იდან უმეტესად ქიმიურ პროცესებს სწავლობდა, ხოლო 1753 იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვის გამოკვლევები ქიმიასა და ფიზიკაში ემყარებოდა წარმოდგენებს ნივთიერების ატომურ - მოლეკულური აღნაგობის შესახებ. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად 1755 წელს მოსკოვში შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9